დაიცავი ქართული

 
როგორც უკვე ვთქვით, ქართული ენა მდიდარი ენაა. ენას კი გაფრთხილება სჭირდება. სამწუხაროდ ქართულ ენაზე ისტორიამ, სხვა ხალხთა ენებმა დიდი გავლენა მოახდინა.
დროთა განმავლობაში შემოდიოდა ახალი სიტყვები და მკვიდრდებოდა. ზოგიერთი შემოსული სიტყვა სასარგებლოცაა რადგან მცირე ნაწილს შესატყვისი არ აქვს და უცვლელი ფორმით მკვიდრდება ქართულ ენაში, მაგრამ ხშირად ეს სიტყვები შემოდიან და აძევებენ ქართულ სიტყვებს ასეთ სიტყვებს კი ბარბარიზმები ქვიათ.


      ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი რომელიმე უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაზე (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაციაც ენაში არ ხდება.

    
    ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ ქართულს, დავიცვათ იგი, ვიმეტყველოთ ქართულად და არ დავაბინძუროთ ჩვენი უნიკალური,მდიდარი ენა. ამიტომაც გთავაზობთ გავრცელებულ ბარბარიზმებს და მის ქართულ შესატყვისს.

                                           ...........................................................................
  1. პრიორიტეტული - უპირატესი
  2. კრეატიული - შემოქმედებითი, მხატვრული
  3. დალაიქება - მოწონება
  4. რეზულტატი - შედეგი
  5. ექსპერიმენტი - ცდა
  6. კომფორტი - სიმყუდროვე
  7. კომპენსაცია - ანაზღაურება
  8. ტალანტი - ნიჭი
  9. ტრანსფორმაცია - გარდაქმნა
  10. პროგრესი - წინსვლა
  11. გაშეარება/დაშეარება - გაზიარება
  12. ექსპერტი - მცოდნე
  13. კორპორაცია - გაერთიანება
  14. კორუფცია - მექრთამეობა
  15. ტენდენცია - მიმართულება
  16. კორექტული - სწორი
  17. ნეგატიური - უარყოფითი
  18. პოზიტიური - დადებითი
  19. ავთენტიკური - სარწმუნო
  20. პუბლიკაცია - გამოცემა
  21. ფრენ­დი - მე­გო­ბა­რი
  22.  ოქეი - კარ­გი
  23.  ფარ­თი - წვე­უ­ლე­ბა 
  24. და­თაგ­ვა - მო­ნიშ­ვნა
  25.  ლინ­კი - ბმუ­ლი
  26.  დაკ­ლი­კე­ბა - დაწ­კა­პუ­ნე­ბა
  27.  ივენ­თი - ღო­ნის­ძი­ე­ბა
  28. სენ­სი­ტი­უ­რი - მგრძნო­ბი­ა­რე (შე­საძ­ლოა, მტკივ­ნე­უ­ლიც, სა­თუ­თიც)
  29. ლა­ი­ქი - მო­წო­ნე­ბა
  30. კრე­ა­ტი­უ­ლი - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი
  31. ხა­რა­შო - კარ­გი ( ახლა უმე­ტე­სად ოქე­ით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი)
  32. პრო­პკა - სა­ცო­ბი
  33. ვსო - მორ­ჩა
  34. ნაგ­ლი - თავ­ხე­დი
  35. კა­რო­ჩე - მოკ­ლედ
  36. ვაბ­შე (ესეც და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სი­ტყვაა) - სა­ერ­თოდ
  37. პროს­ტა - უბ­რა­ლოდ
  38. კა­ნატ­კა - სა­ბა­გი­რო
  39. ზა­გა­რი - ნამ­ზე­უ­რი
  40. ბა­სე­ი­ნი - აუზი
  41.  დაგ­რუზ­ვა -  (ამ შემ­თხვე­ვა­ში დათ­რგუნ­ვა) დატვირთვა

No comments:

Post a Comment