დედა ენა



ჩვენ მივხვდით,რომ ქართულ ენაზე და დამწერლობაზე საუბარი არ შეიძლება ,,დედა ენის'' გარეშე , რადგანაც ესაა წიგნი რისი საშვალებითაც თითოეული ადამიანი ეცნობა ქართული დამწერლობის საიდუმლოს. სწორედ ამ წიგნის დამსახურებაა,რომ ისინი კითხულობენ,წერენ და ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურას. ეს არის წიგნი, რომელიც უადვილებს ბავშვებს წერა-კითხვის შესწავლას.



მე–19 საუკუნე, რუსეთის იმპერიის რეფორმები და რეპრესიები, ერთადერთი მიზნით ქართული გენისა და თვითშეგნების გადაგვარებისთვის. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აიკრძალა, არისტოკრატია ქართულად ხმის ამოღებას ერიდებოდა, ეგრეთწოდებული ინტელიგენცია კი რუსულად აზროვნებდა. ქართული ენის შესასწავლად მხოლოდ ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას კი საერთოდ ვინ დაგიდებდათ.
მოწინავე ახალგაზრდობამ რუსეთის გეგმებს მამული, ენისა და სარწმუნოების მცნება დაუპირისპირა. ღვთის წყალობა იყო ალბათ ამდენი სახელგანთმული საზოგადო მოღვაწე, რომელთაც ქართველობის თვითმყოფადობის შენარჩუნება–გაძლიერებას დაუდეს სადავე.
იაკობ გოგებაშვილი – Iakob Gogebashvili




იაკობ გოგებაშვილმა ”დედა ენა” შექმნამდე ოცი წლით ადრე, 1865 წელს, შეადგინა “ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის”. დიდმა პედაგოგმა წიგნს “დედა ენა” 1876 წელს დაარქვა. ოცწლიანი მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური დახვეწის შემდეგ, 1876 წელს, მან გამოსცა ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის – ”დედაენა”.
წიგნში განსაკუთრებული ყურადღება საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალურ, ზნეობრივ და პატრიოტულ კრიტერიუმებს დაეთმო. ავტორი თითოეულ სიტყვას, ყმაწვილთათვის შესათავაზებელ მოთხრობასა თუ ლექსში, სათუთად აზუსტებდა, ხვეწდა მეთოდურ ნიუანსებს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა ბუნებრივი, სასურველი და სახალისო ყოფილიყო. საყოველთაო განხილვის საგნად აქცევდა თითოეული ასოს მოხაზულობა საყოველტაო განხილვის საგანი იყო და ყოველი სიახლე უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებას ეფუძნებოდა. „დედა–ენა“ ერთ–ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისათვის. “დედა ენის” არსებობა ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე – ერის სიცოცხლეს.
„დედა–ენის“ წარმატების საიდუმლო:
„დედა–ენის“ წარმატებასა და პოპულარიზაცია განაპირობა წიგნში ჩადებულმა მაღალმა დიდაქტიკურ-მეთოდიკურმა პრინციპებმა, რომელიც გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. “დედა ენაში” ჩადებულია ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც,
მოგვიანებით, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. იაკობი ბავშვებში შეუცნობელის შეცნობის წყურვილს აღვივებდა და ქართული ანბანის შესასწავლად განაწყობდა.





„დედა ენის“ პირვანდელ პუბლიკაციაში მოცემულია ორი წლის კურსის მასალა. წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან „დედა ენა“ 2 წიგნად გამოდის: პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში — საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები. წიგნი სრულყოფილად ითვალისწინებს პატარების ცნობისმოყვარეობას, ხასიათს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალსაჩინოებას და ცნობადიდან უცნობისკენ შეგნებულ სვლას. და მიანც როგორ შეიქმნა „დედა–ენა“? როგორც თავად იაკობი ამბობს: „ დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას „ ია“ თავი სურათით. რადა? იმიტომ , რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ხმასა და ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…“
იაკობ გოგებაშვილის ”დედაენა” ყოველმხრივ სრულყოფილებაზე ისიც მიუთითებს, რომ თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგაც თანამედროვე ”დედაენა” ამ დიდი მოღვაწის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს პრინციპებს ემყარება. საანბანე ნაწილის აგების პრინციპი, წიგნის თემატური მხარე იყო საფუძველი იმისა, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობის „დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.

No comments:

Post a Comment