ენათმეცნიერება-მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების, მათი აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ.
ენათმეცნიერება უძველესი დროიდან ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა და საბერძნეთში. მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის დასაწყისიდან ზოგადი და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ფორმით.
საქართველოს ყავდა ბევრი ცნობილი ენათმეცნიერები რომლებმაც თავიანთი ღვაწლით ისტორიას დაამახსოვრეს თავი, ესენია:

არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა (დ. 26 მარტი [ძვ. სტ. 14 მარტი] 1898, საჩიქობავო — გ. 5 ნოემბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე მარი (დ. 6 იანვარი, 1865 /ძვ. სტ. 25 დეკემბერი, 1864; ქუთაისი — გ. 20 დეკემბერი, 1934, ლენინგრადი, რუსეთი) — ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1912).მარი იკვლევდა სომხურ ენას, ქართულს და მის ნათესაობას სხვა ენებთან. პირველი სტატია „ბუნება და თვისება ქართული ენისა“ 1888 წელს გამოაქვეყნა „ივერიაში“ წამოაყენა ჰიპოთეზა (1888–1916), რომ ქართული ენათესახება სემიტურ ენებს და ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა (ბიბლიური ნოეს შვილის — იაფეტის სახელიდან).

სემიტური და იაფეტური ენები ერთი (ნოეტური) ოჯახის ორ შტოდ გამოაცხადა. მთის კავკასიური ენათა შესწავლის შედეგად მარმა იაფეტური ენების წრეში შეიტანა აფხაზურ-ადიღური, ჩეჩნური და დაღესტნური ენებიც (1916–1920) და იაფეტური დამოუკიდებელ ენათა ოჯახად მიიჩნია. შემდგომში იაფეტურ ენათა ოჯახს მიაკუთვნა ბასკური, აგრეთვე წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარი ენები: პელაზგური, ეტრუსკული (1920–1923). ნაშრომში „იაფეტური კავკასია და მესამე ეთნიკური ელემენტი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში“ (1920) მარმა იაფეტური ეთნიკური ელემენტი ქრონოლოგიურად უფრო ძველად ცნო, ვიდრე სემიტური და ინდოევროპული — იაფეტიდები ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მოსახლეობას წარმოადგენდნენო; ამიტომ სემიტურთან ნათესაობის საკითხი მოიხსნა. აღიარებულ იქნა იაფეტურ ენათა შეჯვარება ჯერ სემიტურ, ხოლო უფრო გვიან ინდოევროპულ ენებთან.მომდევნო პერიოდში მარი მივიდა იმ დასკვნემდე, თითქოს იაფეტიზმები დასტურდება მსოფლიოს ყველა ენაში. მან იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო — ენათა ოჯახის ცნება უარყო.1923 წლიდან (ნაშრომი „ხმელთაშუა ზღვის ინდოევროპული ენები“) მარმა გაწყვიტა კავშირი ადრინდელ ენათმეცნიერებასთან, რომელიც ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მეცნიერებად გამოაცხადა; უარყო მისი პრინციპები, როგორც მიუღებელი მარქსისტული მეცნიერებისათვის და შექმნა „ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება“, რომელსაც, როგორც მარქსისტულ თეორიას, ძალით ახვევდა თავს საბჭოთა ენათმეცნიერებას. ამ თეორიაში ენა მიჩნეულია ზედნაშენად და კლასობრივ მოვლენად, მარი თვლიდა, რომ ბგერითი ენა იმთავითვე კლასობრივი იყო, არაკლასობრივი ენა არასოდეს არსებულაო. მან უარყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონათესავე ენათა ოჯახების არსებობა და წამოაყენა სტადიალური განვითარების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა წარმოშობის, არამედ განვითარების სტადიების მიხედვით, ხოლო თვით სტადიების რაოდენობა მარის არ გაურკვევია.1926 მარიმ შექმნა პირველი აფხაზური ანბანი ლათინურ დამწერლობის საფუძვლებზე. ამ ანბანმა 1928 წელს ცვლილება განიცადა ხოლო შემდეგ საერთოს გაუქმდა და შეიცვალა ქართული ანბანის საფუძველზე შექმნილი აფხაზური დამწერლობით.1950 წელს საენათმეცნიერო დისკუსიამ ნათელყო, რომ ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება არ არის მარქსისტული თეორია და რომ ამ თეორიის ძირითადი დებულებები მეცნიერულად გაუმართლებელია.

აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 26 თებერვალი [ ძვ. სტ. 14 თებერვალი], 1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა გ. 29მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948–1950)აკაკი შანიძის მიერ მოპოვებულმა პოზიტიურმა შედეგებმა არა მარტო მყარი საფუძველი შეუქმნა ქართული ენის შემდგომ სინქრონულ კვლევას, არამედ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კიდეც კვლევათა მიმართულება. ენათმეცნიერი გრამატიკაში ძირითადად მორფოლოგიურ-სინტაქსურ საკითხებს იკვლევდა, თუმცა ფონეტიკური კანონების დადგენაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. მან ჩინებულად ახსნა ქართველურ ენებში სიტყვათა შეკუმშვის მოვლენები და მისი გამომწვევი მიზეზები, ნათელი მოჰფინა ისეთ მნიშვნელოვან ფონეტიკურ მოვლენას, როგორიცაა უმლაუტი.აკაკი შანიძემ შეისწავლა მნიშვნელოვანი ფონეტიკური პროცესი - ხმოვანთა რედუქცია. პროფესორი ვარლამ თოფურია წერდა: „ხმოვანთა მეცნიერული აღწერა, მისი გავრცელების დადგენა და ამ მხრივ ქართველურ ენათა და მათ კილოთა ურთიერთობის გაშუქება ეკუთვნის ა. შანიძეს...“1919 წელს თბილისის უნივერსიტეტის მოამბის I ტომში დაიბეჭდა აკაკი შანიძის მნიშვნელოვანი გამოკვლევა - „ნასახელარი ზმნები ქართულში“.1922 წელს ენათმეცნიერმა ერთ-ერთ ძველ ძეგლში - ადიშის ოთხთავი - ზმნის თავსართ ჰაეს მიაგნო. ტერმინის - „ხანმეტი“ - ანალოგიით მეცნიერმა ახალი ტერმინი - „ჰაემეტი“ - შემოიღო. იმავე ზაფხულში სვანეთში იმოგზაურა, იფარის ეკლესიაში დაცული ხელნაწერები გასინჯა და ამ ტექსტების ნაწყვეტები სათანადო გამოკვლევით მალევე გამოაქვეყნა („ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისთვის“). 1923 წელს გამოქვეყნდა აკაკი შანიძის ნაშრომი „ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსების ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში“.აკაკი შანიძე წლების მანძილზე აქვეყნებდა სპეციალურ ნაშრომებს, რომლებშიც ქართული ენის სტრუქტურული თავისებურებანი იყო გაშუქებული და ნიადაგი მოამზადა მეცნიერული გრამატიკის აგებისათვის. მეცნიერის მრავალწლიანი დაკვირვებისა და ნაყოფიერი ძიების ერთგვარი შეჯამება, „ქართული გრამატიკა I, მორფოლოგია“ 1930 წელს გამოქვეყნდა, რომლის ძირეულად გადამუშავებული გამოცემა 1942-43 წლებში ორ ნაკვეთად გამოიცა.ენათმეცნიერმა ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურის დარგში კვლევა-ძიება თანდათან გააფართოვა. მან ზმნის ახალი კატეგორია - ქცევა - დაადგინა, რომელიც გამოკვლევაში - „ქართული ზმნის ქცევა“ - წარმოადგინა.1941 წელს აკაკი შანიძემ გრამატიკული მწკრივის შესახებ თეორია წამოაყენა, რომელიც იმავე წელს ლენინგრადში საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის განყოფილების იანვრის სესიაზე საბჭოთა კავშირის ენათმეცნეირებს გააცნო.

ილია ვლადიმერის ძე აბულაძე (დ. 24 ნოემბერი, 1901, სოფელი ზედა საქარა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1968, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1958-1968 წწ). მისი პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი (დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.

ცირა ბარამიძე (დ. 16 მარტი, 1962, სოფ. დვაბზუ, მახარაძის რაიონი) — ქართველი ენათმეცნიერი, თსუ-ის სრული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
თამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე (დ. 23 ოქტომბერი, 1929, ქუთაისი) — ქართველი ენათმეცნიერი, 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007).
ეროვნული აკადემიის
ივანე მოსეს ძე გიგინეიშვილი (დ. 9 აგვისტო, 1909, ქუთაისი — გ. 28 იანვარი, 1982, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). 1946–1953 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან
არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი, ხოლო შემდგომ — 1982-მდე — ჯერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან, შემდეგ კი — საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი და მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1950–1966), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგიელე (1951–1982), „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების“ (კრებული. I, 1970) კრებულის რედაქტორი, ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1973–1982). ხელმძღვანელობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილების (1966-იდან — ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება) სამეცნიერო და პრაქტიკულ მუშაობას. დააარსა განყოფილების კრებული „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, რომლის 5 წიგნი გამოვიდა მისი რედაქტორობით (1972–1983). შეიმუშავა უცხოურ პირთა სახელების ქართულად გადმოცემის მეცნიერული პრინციპები. ქართული ენის დიალექტთა შესწავლის შედეგად საყურადღებო მოსაზრებები აქვს ქართლურსა და იმერულს შორის გარდამავალი ზოლის მეტყველების, გუდამაყრულის დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულად მიჩნევის, ე. წ. „საშუალო ქართულის“ შესახებ და სხვა.გიგინეიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას. იგი ეწეოდა ფართო ლექსიკოგრაფიულ მუშაობას: ქართული ლიტერატურის ძეგლთა ლექსიკონები
(„რუსუდანიანი“ — 1957, „დავითიანი“ 1980), დიალექტების ლექსიკონები (წიგნში: „ქართული დიალექტოლოგია I“, 1961), სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვარლამ თოფურიას თანაავტორობით, 1941, 1946, 1949), ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვარლამ თოფურიას თანაავტორობით, 1968). მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (1-8, 1950-1964) მომზადებაში (VIII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). შესრულებული აქვს ტექსტოლოგიური სამუშაოები „რუსუდანიანის“, ვაჟა-ფშაველას პოემების, ვეფხისტყაოსნის ტექსტის დასადგენად.1934-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის დაუსწრებელ პედაგოგიურ ინსტიტუტში, პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში — კითხულობდა ქართული ენის კურსს, აგრეთვე სპეციალურ კურსს „ვეფხისტყაოსნის ენა“ (თსუ-ში).
ლალი ეზუგბაია (დ. 3 ოქტომბერი, 1965, ქალაქი გალი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ენათმეცნერების ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი.1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.1988-1995 წლებში იყო გალის პირველი
საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1995-2006 წლებში იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2013 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი.საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გრამატიკული რიცხვის გამოხატვის სისტემა ზანურში“, დაიცვა 1999 წელს.
ოთარ მიხეილის ძე ქაჯაია (დ. 29 ივლისი, 1923, სოფ. ბანძა, გეგეჭკორის რაიონი — გ. 24 იანვარი, 2018, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრ
აფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
No comments:
Post a Comment