წარმომავლობა:
ქართული ენის წარმოშობის შესწავლა უძველესი დროიდან იწყება. ქართულ ენას ყოველთვის ადარებდნენ ამა თუ იმ უძველეს ენას. ქართული ენა მიიჩნევა უძველესი ,,ქართული ენის" შთამომავლად, უძველესი ,,ქართული ენა" კი ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება. შემდგომ, ქართული ენა გაიყო ორ ნაწილად: სვანური და ქართული. მოგვიანებით სვანური ენაც გაიყო და ჩამოყალიბდა, მეგრული და ლაზური. ქართული ენის შემდეგი კვალი ფარნავაზის მეფობის პერიოდში ჩნდება. არსებობს ლეგენდა რომლის თანახმადაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე ასოები მონაცვლეობდნენ.
ცნობილია,რომ პირველი ქართული ანბანი რომელსაც, ასომთავრულით მოიხსენიებენ, ფარნავაზს უკავშირდება. ასომთვარულით დაიწერა უძველესი და უდიდესი ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატულური ჰაგიოგრაფიული ძეგლი ,,შუშანიკის წამება", რომელიც V საუკუნით თარიღდება.
IX საუკუნეში ასომთავრული დამწერლობა შეცვალა ნუსხურმა დამწერლობამ. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური დამწერლობა IX საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუში X საუკუნეში გვხვდება, ეს ნიმუშია: ,,აბო ტფილელი".

XI საუკუნეში ქართულ დამწერლობაში კიდევ შემოდის ახალი დამწერლობა, ამჟამად ბოლოჯერ. ამ დამწერლობას მხედრულით მოიხსენიებენ. მხედრული არის ყველა სხვა დამწერლობაზე სრულყოფილი. ის სხვა დამწერლობებთან შედარებით არის მარტივი და ეკონომიური. ამ ტიპის ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას,
რაშიც გამოიხატება მისი სიმარტივე. მხედრული ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება არ გაააჩნია . ქართული დამწერლობა არის მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ- ერთი.
ილია ჭავჭავაძემ დიდი როლი ითამაშა დღევანდელი დამწერლობის თუ ენის ჩამოყალიბებაში, მან ბევრი რეფორმა შეიტანა ქართულ ენაში,
მისი გამარტივებისთვის. მან ამოიღო ის ხუთი ასობგერა რომელიც ართულებდა დამწერლობას.
ქართულ კალამს შეუქმნია ბევრი გენიალური,მსოფლიოში აღიარებული შედევრი. ყველაზე მეტად ცნობილია XII საუკუნის, სამეფო კარის მოღვაწის, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი".
იგი აღიარებულია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად და თარგმნილია მრავალ ენაზე. ,,ვეფხისტყაოსანი'' ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ნაწარმოები, რომელიც ბიბლიასთან ერთად დაბეჭდეს 1712 წელს.
XXI საუკუნემდე ქართულ ენას კავკასიურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ, მაგრამ XXI საუკუნეში ბევრი მეცნიერისთვის ქართული განცალკევებით დგას.
ქართული ენის განვითარების საფეხურები:
ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა.
ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობსდა ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება ლექსიკური,მორფოლოგიური,ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.
ახალი ქართული ენის ჩამოყალიბება ხდება XII საუკუნეში. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით მას საფუძვლად დაედო აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები-ქართლული და კახური. არის მოსაზრებაც, რომ ქართული ენის საფუძველი გახდა ზედიალექტური კოინე-დედაქალაქის (მცხეთის) მეტყველება. XI-XII საუკუნეებში ქართული ენა იმდენდ განვითარებული გახდა,რომ თავისუფლად ხდებოდა ფილოსოფიურ თხზულებათა ქართულად თარგმნდა და ინტერპრეტაცია. XVIII საუკუნის 60-იან წლებიდან შეწყდა ქართული ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი. რაც დაკავშირებულია ანტონ I-ის მოღვაწეობასთან. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენის განვითარების ჩვეულებრივ ჩარჩოებში მოქცევასა და თანამედრივე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, იაკობ გოგებაშვილის და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება
ძველი დამწერლობა:
ძველი დამწერლობა ოთხ პერიოდად იყოფა:
1.ადრეული ფეოდალიზმის ხანის(ადრეული შუა საუკუნეების) მწერლობა- დღიდან ქართული მწერლობის დასაბამისა X საუკუნის 80-იან წლებამდე;
2.განვითარებული, ანუ პატრონყმული, ფეოდალიზმის ხანის მწერლობა- X საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის ნახევრამდე
3.ფეოდალური მონარქიის დაცემის ხანა- XIII საუუნის ნახევრიდან XVI საუკუნის დამდეგამდე
4.გვიანდელი (ბატონყმული) ფეოდალიზმის ხანის მწერლობა(აღორძინების ხანა)- XVI საუკუნის დამდეგიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე
(კ.კეკელიძის მიხედვით)
საინტერესო ფაქტები:
- ქართული დამწერლობა ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან.
- ქართული ენა არის ამ ენაზე მოლაპარაკე ხხალხის რაოდენობით მსოფლიოში 120 ადგილზე.
- ქართულ ენაში არ არსებობს III პირის მდედრობითი და მამრობითი.
- ქართულ ენაში არ არსებობს დიდი და პატარა ასოები.
- ქართულ ენაში რამდენი ბგერაცაა იმდენივე ასოა.
- ქართული სიტყვები გამოითქმის ისე როგორც იწერება
- ქართული ზმნა ყოველთვის გულისხმობს თავის თავში ერთ,ორ ან სამ სუბიქეტს.
No comments:
Post a Comment